„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობის მისაღებად
პროექტის შინაარსი
„კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. პროექტის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი სამდღიანი სემინარი.
სემინარები ჩატარდება დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში.
სემინარების ციკლის გავლის შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი კონფლიქტების ანალიზსა და მშვიდობის მშენებლობაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ ახალგაზრდულ დიალოგსა და სასწავლო ვიზიტში, რომელიც გაიმართება საზღვარგარეთ.
შერჩევის კრიტერიუმები:
- ასაკი: 20-30 წელი;
- სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები და აქტიური ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ, შეიძინონ და გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლებისა და კონფლიქტის ანალიზის მიმართულებით.
მონაწილეების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალ-გაზრდებს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ნოემბერი.
პროექტში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს “კავკასიური სახლი.”
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: caucasian.house.application@gmail.com
პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.