24 იანვარს 19:00 სთ-ზე ,,კავკასიური სახლი“ გაიმართა საჯარო დისკუსია „პატიმართა გაცვლის პროცესი და მისი შესაძლო პოლიტიკური შედეგები სოხუმისთვის“
 
5 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა და იგი ქართულ მხარეს გადმოეცა. ქართული მხარე ამ ფაქტს ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიურ მაგალითად აფასებს. თუმცა, ლუკავას გაშვებას სოხუმში ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა რაულ ხაჯიმბა ლუკავას თბილისისთვის გადაცემის გამო გააკრიტიკეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
 
დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:
 
ლაშა დარსალია – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
მედეა ტურაშვილი – სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში
გიორგი კანაშვილი – კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი
 
მოდერატორი – ქეთი ახობაძე
 
დისკუსიაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს თუ კონკრეტულად რატომ გამოიწვია გიორგი ლუკავას გათავისუფლებამ ვნებათაღელვა სოხუმში, რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს რაულ ხაჯიმბასათვის და რას ნიშნავს პატიმრების გაცვლის პროცესი ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის.
 
   
დისკუსია ჩატარდა “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში.
Facebook
Twitter
LinkedIn