[vc_row][vc_column][vc_column_text]„კავკასიური სახლი“  რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს  გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში თბილისში დაგეგმილ ვიზიტში.

ვიზიტის მიზანი

„კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, 25-30 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, გაიმართება რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტი. შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სოციალურად აქტიურ ჯგუფებსა და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დამყარებასა და გაძლიერებას. გარდა ამისა, მონაწილეები იმსჯელებენ თუ რა როლი მიუძღვის რუსეთში მცხოვრებ მრავალათასიან დიასპორას ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებაში.

შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს ქართული დიასპორის 10 წარმომადგენელი რუსეთიდან. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ საქართველოს მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. რუსეთში მცხოვრები ქართული თემის წევრები შეძლებენ პირველწყაროდან  მიიღონ მეტ-ნაკლებად სრული და ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე კულტურული, სოციალური და პოლიტიკური პროცესების შესახებ. ვიზიტი ხელს შეუწყობს პირდაპირი კონტაქტების დამყარებას, გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და გამოავლენს თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.

მონაწილეთა ვიზიტის ხარჯებს (გზა, კვება, სასტუმრო) ფარავს ,,კავკასიური სახლი“.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ასაკი 22-45 წელი;
  • პროფესიული გამოცდილება: საქმიანობა სოციალურ, კულტურულ ან საგანმანათლებლო სფეროში; აკადემიური საქმიანობა პოლიტიკურ, სოციალურ ან ეკონომიკურ სფეროებში.
  • სოციალურად აქტიური პირები

განცხადებების მიღების პროცედურა:

  • პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: applicationsch@gmail.com

ა) CV

ბ) ფოტო (3Х4);

გ) სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება პროფესიული გამოცდილების სფერო. ასევე, მიუთითეთ, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც ისურვებდით სტუმრობას

* CV  და სამოტივაციო წერილი შეიძლება დაიწეროს რუსულ ან ქართულ ენებზე.

განცხადებების მიღება 25 სექტემბერამდე;

შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.

დამატებითი ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ოფიცერს მაია ურუშაძეს

კონტაქტები: maia.urushadze@developershub.ge; +995 577 77 21 23

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

აპლიკაცია რუსულ ენაზე, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn