[vc_row][vc_column][vc_column_text]

 „უკრაინა გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ არის „კავკასიური სახლის“ ახალი პროექტი, რომლის განხორციელება 2014 წლიდან დაიწყო ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

23-30 ნოემბერს საქართველოს ეწვია სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და მედიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული პირველი სამუშაო ჯგუფი უკრაინიდან.
ვიზტის ფარგლებში შედგა შეხვედრები სახელმწიფო უწყებებში და არასამთავრობო სექტორთან. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავდა უკრაინელი ექსპერტებისთვის საქართველოში გატარებული რეფორმების დეტალურ გაცნობას.
პროექტის მეორე ნაწილი მოიცავდა დიალოგის კომპონენტს. 28-29 ნოემბერს ყვარელში გაიმართა ფორუმი, რუსი, უკრაინელი, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა დაპირისპირების შემცირება და რაციონალური დამოკიდებულების მხარდაჭერა უკრაინელ და რუს ექსპერტებს შორის ერთობლივი დისკუსიისა და საერთო ინიციატივების მხარდაჭერის საშუალებით.

[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn