ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის

2012 წლიდან კავკასიური სახლი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათის“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ და რუს ახალგაზრდებს შორის ნდობის მშენებლობას და წვლილი შეიტანოს ქართულ-რუსული კონფლიქტის  ტრანსფორმაციაში. ამისათვის ვიყენებთ ორ ძირითად კომპონენტს: დიალოგის წახალისება და აქტუალიზაცია ახალგაზრდა მკვლევარებს შორის და მეორე, გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის რეკომენდაციებისა და პოლიტიკური ალტერნატივების შემუშავება, რაც,  თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სტატუს კვოს შეცვლას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თბილისში უკვე იმყოფებოდა 10 ჯგუფი  რუსეთიდან, ასევე, 2013-2014 წლის თებერვალში ქართველი ახალგაზრდა მკვლევარების ჯგუფი ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში, სადაც გაიმართა შეხვედრები რუსეთში ოფიციალურ პირებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან.

კავკასიური სახლის ინტერნეტ დღიური

”კავკასიური სახლი” ფლობს უნიკალურ ვიდეო არქივს, რომელიც მოიცავს ორგანიზაციაში და მის კედლებს გარეთ მიმდინარე ძირითად კულტურულ მოვლენებს, ასევე ვიდეო ფილმებს (მათ შორის დოკუმენტურ მასალებს, რომელიც გადაღებულია საქარველოს რეგიონებში), შაბათ-კვირის სკოლის ბავშვების და ”კავკასიური სახლის” სტუდენტების მიერ გადაღებულ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმებს, ”კავკასიურ სახლში’ ჩატარებულ კონცერტებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

მრავალეროვანი საკვირაო სკოლა

„კავკასიურ სახლთან“ არსებული „მრავალეროვანი საკვირაო სკოლა“ დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შეიქმნა 2001 წელს, „ევროპული ფონდი – ჰორიზონტის“ ფინანსური მხარდაჭერით.

საგამომცემლო საქმიანობა

„კავკასიური სახლი“ შეიქმნა  “მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის” ბაზაზე. „კოლეგიის“
მიზანი იყო მსოფლიო ლიტერატურისა და აზროვნების საუკეთესო ნიმუშების თარგმნა ქართულად და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია.

კავკასიოლოგიური უნივერსიტეტი

”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”  დიდი ხანია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული  განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს ჰუმანიტარულ, კულტურულ-საგანმანათლებლო ასპექტებს.