ვიწვევთ 18 დან 30 წლამდე ახალგაზრდებს  ონლაინ ტრენინგში – „კონფლიქტი, მშვიდობა და მშვიდობის ლიდერები“ მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგი ჩატარდება 16-18 ივლისს ახალგაზრდებისთვის, ვინც დაინტერსებული არიან კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებით.

სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გამოიმუშაონ  უნარები,  რომლებიც დაეხმარებათ მშვიდობის კულტურის გაძლიერებასა და  სხვადასხვა სამშვიდობო პროცესებში მათი, როგორც მშვიდობის ლიდერებად  ჩამოყალიბებაში. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეხვდებიან ახალგაზრდა ლიდერებსა და დარგის სპეციალისტებს, მათთან ერთად განიხილავენ კონფლიქტების ეტაპებს,  ტრანსფორმაციულ პროცესებსა და კონფლიქტის გადაწყვეტის ხერხებს; ასევე საშუალება ექნებათ, გაიგონ მეტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიასა და დღევანდელობაზე.

ტრენინგს გაუძღვებიან

გიორგი კანაშვილი |  კონფლიქტოლოგი;

ნინო გაბაძე | ტრენერი; ახალგაზრდა მშვიდობის ლიდერთა კავშირის წევრი, International Alert-ისა და კავკასიური სახლის საერთო პროექტ “ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის” კურსდამთავრებული;

მარიამ ბოჭოიძე | ტრენერი; კავკასიური სახლის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს სტაჟიორი; საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის მაგისტრის კანდიდატი;

ელენე ჩარგაზია | სპიკერი; იურისტი; ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივა – მე-16 ელემენტის ბლოგერი;

გიორგი ლაზარიაშვილი | სპიკერი; საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრი; International Alert-ისა და კავკასიური სახლის საერთო პროექტ “ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის” კურსდამთავრებული;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 10 ივლისი

განაცხადის ფორმის შესავსებად გადადით შემდეგ ბმულზე – https://forms.gle/gLs9yhx1jgZ9Ln4NA

მეტი ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ დოკუმენტი – https://drive.google.com/file/d/1RGjdOZf4EOHbH7aSh5Gq3tWc8XkHRdgU/view?usp=sharing

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info.conflictandpeace@gmail.com

Facebook
Twitter
LinkedIn