“კავკასიურ სახლში“ სტაჟირების გავლის მსურველმა, განაცხადის გაკეთებისას უნდა წარმოადგინოს:
- მოკლე სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება როგორ დაეხმარება აპლიკანტს აღნიშული სტაჟირება სამომავლო აკადემიურ მიღწევებში.
- CV
- ერთი სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტიდან ან წინა სამსახურიდან.
სტაჟირების მსურველი მიიღებს:
- გამოცდილი სუპერვაიზერისგან კვალიფიცურ ტრენინგს.
- სტაჟირებასთან დაკავშირებულ ზუსტ ინსტრუქციებს: სტაჟირების პერიოდი, სტაჟიორის მოვალეობები, მინიმალური სამუშაო საათები და ა.შ.
- ყველა საჭირო საოფისე ინვენტართან წვდომას.
„კავკასიურ სახლში“ სტაჟირება არის უფასო და დამქირავებელი სტაჟიორის საქმიანობიდან უშუალო სარგებელს არ ელოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – „კავკასიური სახლი“ სტაჟიორს არ სთავაზობს ფულად ანაზღაურებას და სტაჟიორის შესრულებული სამუშაო იქნება განხილული მოხალისეობრივ საწყისებზე.