გურამ ლებანიძე
სიღრმეთა დიალოგი და „ტრაგიკული ტრიადა“

გურამ ლებანიძე - სიღრმეთა დიალოგი და „ტრაგიკული ტრიადა“

ლინგვისტი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი გურამ ლებანიძე (1935-2021) რომანული ენების, ლინგვისტიკის, ენის ფილოსოფიისა და კულტუ-როლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხებ მკვლევარია. 1999 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ანთროპოცენტრიზმი და კომუნიკაციური ლინგვისტიკა“. წლების მანძილზე მუშაობდა ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე; 2009 წელს ილიას უნივერსიტეტმა მიანიჭა ემერიტუს-პროფესორის საპატიო წოდება. 2017 წლიდან იგი ძირითადად მულტიდისციპლი-ნურ საკითხებს იკვლევდა. გამოქვეყნებული აქვს ასობით სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი და მონოგრაფია რამდენიმე ენაზე.

კრებულში „სიღრმეთა დიალოგი და ტრაგიკული ტრიადა“ თავმოყრილია გურამ ლებანიძის კულტუროლოგიური და ისტორიოსოფიული ნაშრომები: „დასავლეთი“, „სიღრმეთა დიალოგი ანუ ტრაგიკული ტრიადა“, „კულტუროლოგიის საფუძვლები“, აგრეთვე ქართულ- და რუსუ-ლენოვან წერილებს ჰერაკლიტეზე, ბარათაშვილზე, რილკეზე, მარინა ცვეტაევაეზე, ანა კალანდაძესა და ნაირა გელაშვილზე. 

Facebook
Twitter
LinkedIn