პროექტის ავტორი ნაირა გელაშვილი

რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე

რუსუდან კაიშაური დაიბადა 1957 წლის 20 აპრილს თბილისში. დაამთავრა 62-ე საშუალო სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა განათლების სამინისტროში, თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში.

2001 წლიდან დღემდე მუშაობს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში“. გამოცემული აქვს 4 პოეტური კრებული „ლექსები“, 2002; „ცოცხების გადაფრენა“, 2004; „სახედრიდან მერნამდე“ 2012; „მე ბევრი ვარ“, 2021. მისი ლექსები შესულია კრებულ „სატრფიალო პოეზიაში“, თბილისი, 2016;

ინგლისურად გამოცემულ კრებულში A House With No Doors (უკარო სახლი), რომელშიც ათი ქართველი ქალი პოეტის შემოქმედებაა წარმოდგენილი, ლონდონი, 2016; გერმანულად თარგმნილ ქართველ პოეტთა ლექსთა კრებულში Die Kartoffelernte – Neue Georgische Lyrik II (კარტოფილის მოსავალი – ახალი ქართული ლირიკა), ბერლინი 2017; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ ალმანახში „თანამედროვე საქართველო” (პოეზია და პროზა), თბილისი 2017; გერმანულ ენაზე გამოცემულ ქართველ პოეტთა ანთოლოგიაში Frauenstimmen aus Georgien – Ich bin viele (ქალთა ხმები საქართველოდან-მე ბევრი ვარ, ლექსები), ლუდვიგსბურგი, 2018. ლექსები შევიდა საფრანგეთში გამოცემულ 15 ქართველ ქალ პოეტთა კრებულში, რომელიც მისი ლექსის „მე ბევრი ვარ“ მიხედვითაა დასათაურებული, საფრანგეთი, 2021.

პოეტის ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, ლიტვურ, ესტონურ, ჰოლანდიურ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

მონაწილეობდა საერთაშორისო პოეტურ ფესტივალებში: ლიტვა (2010), პოლონეთი (2012), ბათუმი (2013). 2012 წელს მისი ლექსები შევიდა პოეზიისა და პროზის პოპულარიზაციის პროექტ „ოქროს ფონდში“. 2015-2018 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროექტ „ცოცხალ წიგნებში“.

ჰყავს ხუთი შვილი.

რუსუდან კაიშაური
2021

Facebook
Twitter
LinkedIn