ღმერთი, ბუნება, ადამიანი

ეკოთეოლოგიური წერილები გლობალური კრიზისის შესახებ

2024
პროექტის ავტორი: ნაირა გელაშვილი

იდეის ავტორი და რედაქტორ-შემდგენელი: მიქაელ ადეიშვილი

გამოცემის კოორდინატორი და შემდგენელი: ლევან ლორთქიფანიძე

გამომშვები რედაქტორი: ხათუნა მაისაშვილი

 

მთარგმნელები: თამარ კოტრიკაძე, მიქაელ ადეიშვილი, თამარ გრძელიძე, შოთა კინწურაშვილი, ნიკოლოზ ჭანტურია, თეა გალდავა, ლევან ლორთქიფანიძე

თანამედროვე კლიმატურ-ეკოლოგიური გამოწვევები აუცილებელს ხდის, გავიაზროთ ამ კრიზისის გამომწვევი ფუნდამენტური, მათ შორის კოსმოგონიურ-კრეაციონისტური, ცივილიზაციური და თეოლოგიური ასპექტები. ეკოლოგიური პრობლემების თეოლოგიური ხედვები და მათთან დაკავშირებული დისკუსიები სათავეს იღებს გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან, ამ კრიზისის მეცნიერული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტუალობის საყოველთაოდ წარმოჩენის თითქმის თანადროულად.

წიგნში შესულია ცნობილ თეოლოგ ავტორთა, ისტორიკოსთა, მწერალთა, მეცნიერ-სწავლულთა და სასულიერო იერარქთა სტატიები, ესეები, წერილები, დეკლარაციები. მათში ასახულია მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიისა და დენომინაციის ხედვა-დამოკიდებულება მატერიალური სამყაროს, ბუნების გენეზისსა და გარემოსთან ადამიანის ურთიერთობის საკრალურ-ეთიკურ მნიშვნელობაზე.

კრებულის სტატიებში „მწვანე სათვალით“ არის წაკითხული წმინდა წერილი; ფართოდაა წარმოდგენილი ქრისტიან თეოლოგთა და იერარქთა ეკოთეოლოგიური ინტერპრეტაციები. ქრისტიანობასთან ერთად კრებული მოიცავს სხვა მსოფლიო რელიგიების: იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის, კონფუციანიზმის, – შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს ბუნებრივ გარემოზე, დღევანდელ სოციალურ-ეკოლოგიურ პრობლემატიკაზე. წიგნში ცალკე ნაწილად არის  გამოყოფილი ქართველ ავტორთა სოციალურ-კულტურულად და ეკოლოგიურ-თეოლოგიურად ურთიერთდაკავშირებულ თემატიკაზე შექმნილი შედარებით ძველი და ახალი ტექსტები.

Facebook
Twitter
LinkedIn