გიორგი გურჯიევი –
რა უამბო ბელზებელმა თავის შვილიშვილ ჰასინს
წიგნი I
ადამიანის ცხოვრების ობიექტური, მიუკერძოებელი კრიტიკა

2024
გერმანულიდან თარგმნა ლაშა დადიანმა
„რა უამბო ბელზებელმა თავის შვილიშვილ ჰასინს, ადამიანის ცხოვრების ობიექტური, მიუკერძოებელი კრიტიკა“ არის გიორგი გურჯიევის ტრილოგიის „ყველა და ყველაფერი“ პირველი წიგნი, რომელიც პირველად 1950 წელს გამოქვეყნდა. წიგნში ბელზებელი, რომელიც ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სიბრძნეს ფლობს, შვილიშვილს უზიარებს ფიზიკური და სულიერი განზომილებების შესახებ თავისი ცხოვრების განმავლობაში შეცნობილსა და ჩაწვდომილს.
წიგნის გაცხადებული მიზანია, უკომპრომისოდ აღმოფხვრას ადამიანის გონებასა და გრძნობებში საუკუნეების მანძილზე ფესვგადგმული აზრები და შეხედულებები ყოველივე ამქვეყნად არსებულის შესახებ.