”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი” დიდი ხანია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს ჰუმანიტარულ, კულტურულ-საგანმანათლებლო ასპექტებს.
პროექტის მიზანი:
- საქართველოს ეფექტიანი კავკასიური პოლიტიკის ხელშეწყობა ახალგაზრდების განათლებისა და ინფორიმერებულობის გაზრდის მეშვეობით.
- ახალგაზრდებს შორის, ინტერ-კულტურული დიალოგის გზით კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული განვითარების ხელშეწყობა.
ამოცანები:
- უზრუნევლყოს საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და ჩრდილოეთ კავკასიელი სტუდენტები მიიღებენ შესაბამის ცოდნას შემდეგ სფეროებში: ქართულ-კავკასიური პოლიტიკური ურთიერთობები; ევროპული დემოკრატიები და ძირითადი ღირებულებები; პოლიტიკური მეცნიერებები; სოციალური ფსიქოლოგიის, ეკონომიკის, კულტუროლოგიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკოლოგიის საკითხები.
- უზრუნველყოს მაინტეგრირებელი გარემო კავკასიელი, ქართველი და საქართველში მცხოვრები არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის;
- ხელი შეუწყოს, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან ჩამოსული ახალგაზრდების სოციალიზაციის პროცესს.
პროექტი მხარდაჭერილია“ ევროპული ფონდი – ჰორიზონტის“ მიერ.