„კავკასიურ სახლთან“ არსებული „მრავალეროვანი საკვირაო სკოლა“ დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შეიქმნა 2001 წელს, „ევროპული ფონდი – ჰორიზონტის“ ფინანსური მხარდაჭერით.

სკოლის ძირითადი მიზანი არის ომის შედეგად დაზარალებული და სოციალურად დაუცველი ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ინტეგრაცია.

ტრადიციულად სკოლაში ოცდაათ ბავშვამდე სწავლობს, ხოლო მათ შორის თანაფარდობა შემდეგია: დევნილი ბავშვები – 30%, სოციალურად დაუცველი – 30%, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები – 40%.

სკოლის მუშაობა ორ მიმართულებას მოიცავს: სასწავლო -შემეცნებითსა  და კულტურულ პროგრამებს.  სასწავლო პროცესი წარმოდგენილია შემდეგი საგნებით:  გეოგრაფია, ეკოლოგია, საუბრები კავკასიაზე, სამყარო და მე, ქართული, ჭადრაკი, ცეკვა, სიმღერა, კინოგადაღება, ხელგარჯილობა. კულტურის პროგრამის ფარგლებში კი პროექტის თანამშროლებს ბავშვები დაჰყავთ: თბილისის თეატრებში, ოპერაში, ცირკში, ასევე ექსკურსიებზე.

ამჟამად პროექტს აფინანსებს: „ევროპული ფონდი – ჰორიზონტი“.

Facebook
Twitter
LinkedIn