[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]
დაიბადა 1943 წლის 26 დეკემბერს, თბილისში.
1960 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საშუალო სკოლა.
1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით „გამოთვლითი მანქანები და მოწყობილობები“.
1966-1982 წლებში მუშაობდა თბილისის ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.
1982 წლიდან ნათელა სახოკია მუშაობას იწყებს საქართველოს მართვის პრობლემათა ინსტიტუტში. მან ფაქტიურად შეიცვალა სპეციალობა და მისი ინტერესების სფერო გახდა მართვითი კონსულტირება. ნათელა სახოკია უწევდა კონსულტირებას მართვის საკითხებში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს.
1991 წლიდან მან თავის პარტნიორებთან ერთად დაარსა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი, რომელიც იყო საქართველოში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია- ანალიტიკური ცენტრი. ის დღემდე არის ამ ცენტრის დირექტორი და მიჰყავს სოციალური პოლიტიკის სფერო- განათლება, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნათელა სახოკიას მოღვაწეობა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. მაგ. მან დაამუშავა კანონპროექტი „მინდობით აღზრდის შესახებ“, რომელიც
1999 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა.
1999 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა.
ამჟამად მინდობით აღზრდა არის საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოციალური პროექტი.
ნათელა სახოკია კითხულობდა საქართველოს უმაღლეს სასაწავლებლებში სალექციო კურსს- „სოციალური პოლიტიკა“.
[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_single_image image=”1399″ img_size=”full” el_class=”img-full”][/vc_column][/vc_row]