[vc_row][vc_column][vc_column_text]სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე უკრაინის კრიზისის გავლენასთან დაკავშირებით „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ ბაკალავრიატის დამამთვრებელ კურსზე მყოფი სტუდენტებითვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის აცხადებს ანალიტიკური ესეების კონკურსს.
კონკურსის მიზანია ქართველ სტუდენტებში უკრაინის კრიზისის გარშემო კვლევებისა და ანალიზის სტიმულირება და სამხრეთ კავკასიაზე მისი გავლენის შეფასება.
საკონკურსო თემები:
- უკრაინისა და საქართველოს გზა ევროპული ინტეგრაციისკენ: მსგავსებები და განსხვავებები
- როგორ იცვლება რუსული რბილი ძალა სამხრეთ კავკასიაში უკრაინის კრიზისის ფონზე?
- ევრომაიდანის გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე
საკონკურსო პირობები:
- ანალიტიკური ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
- ანალიტიკური ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. ნაშრომის მოცულობა წყაროების ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 2500 სიტყვას. ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური და საკონტაქტო ინფორმაცია.
- სტატია უნდა იყოს დაწერილი ექსკლუზიურად კონკურსის ფარგლებში
- პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება
- „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ შეაფასებს და გამოავლენს 2 საუკეთესო ესეს
- გამარჯვებული ესეების ავტორებს გადეცემათ ჰონორარი 100 -100 გირვანქა სტერლინგის ოდენობით და კონკურსში გამარჯვებული ესეები გამოქვეყნდება “კავკასიური სახლის” ანალიტიკურ ვებ-გვერდზე regional-dialogue.com
- ესეების მიღების ბოლო ვადაა 7 მაისი
ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:
- თეზისის ჩამოყალიბება;
- შინაარსობრივი და ენობრივი გამართულობა;
- ფაქტობრივი საიმედოობა;
- არგუმენტირება;
- ავტორის ანალიზი
გთხოვთ, თქვენი ნაშრომები გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, არაუგვიანეს 21 მაისისა: submit.caucasianhouse@gmail.com
შეკითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: ana.bragvadze@developershub.ge; ivane.abramashvili@developershub.ge
ესეების კონკურსი ტარდება “კავკასიური სახლის” პროექტის “უკრაინა – კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]