[vc_row][vc_column][vc_column_text]”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”  დიდი ხანია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული  განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს ჰუმანიტარულ, კულტურულ-საგანმანათლებლო ასპექტებს.

პროექტის  მიზანი:

  1. საქართველოს ეფექტიანი კავკასიური პოლიტიკის ხელშეწყობა  ახალგაზრდების განათლებისა და ინფორიმერებულობის გაზრდის მეშვეობით.
  2. ახალგაზრდებს შორის, ინტერ-კულტურული დიალოგის გზით კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული განვითარების ხელშეწყობა.

ამოცანები:

  1. უზრუნევლყოს საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და ჩრდილოეთ კავკასიელი სტუდენტები მიიღებენ შესაბამის ცოდნას შემდეგ სფეროებში: ქართულ-კავკასიური პოლიტიკური ურთიერთობები; ევროპული დემოკრატიები და ძირითადი ღირებულებები; პოლიტიკური მეცნიერებები; სოციალური ფსიქოლოგიის, ეკონომიკის, კულტუროლოგიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკოლოგიის საკითხები.
  2. უზრუნველყოს მაინტეგრირებელი გარემო კავკასიელი, ქართველი და საქართველში მცხოვრები არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის;
  3. ხელი შეუწყოს, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან ჩამოსული ახალგაზრდების სოციალიზაციის პროცესს.

[/vc_column_text][vc_empty_space][vc_column_text el_class=”funding”]

პროექტი მხარდაჭერილია“ ევროპული ფონდი – ჰორიზონტის“ მიერ.

[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]