[vc_row][vc_column][vc_column_text]მიმდინარე წლის 24 მარტს „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობა და კონფლიქტები უკრაინის მოვლენების ფონზე“. კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს ექსპერტებმა პარტნიორი ქვეყნებიდან (უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა), რუსმა ექსპერტმა სერგეი მარკედონოვმა, ბრიტანელმა ექპერტმა ჩეთემ ჰაუზის პროგრამის დირექტორმა, ჯეიმს ნიქსიმ, რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა ივლიანე ხაინდრავამ და სხვა.
ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამასა და მისი წევრიქვეყნების ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ჟურნალისტები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
კონფერენცია გაიმართა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]