[vc_row][vc_column][vc_column_text]21 აპრილს ,,კავკასიური სახლის“ წარმომადგენლებმა – გიორგი კანაშვილმა და მაია ურუშაძემ, ,,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენელთან – ელიკო ბენდელიანთან და ,,რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტთან გოგა აფციაურთან ერთად შეხვედრა გამართეს ქ. ლვოვის მერთან, ბატონ ანდრეი სოდოვოისთან. შეხვედრის მიზანი იყო ქ. ლვოვში მიმდინარე პროცესებთან დაკავშრებით ზოგადი ინფორმაციის მიღება და ამავდროულად, ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის გაცნობა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ.
ბატონმა მერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქართველ ექსპერტებს იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლადაა მიმართული. ასევე, მან აღნიშნა, რომ ლვოვი იყო პირველი ქალაქი, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით. ძირითადი პროგრამები მოიცავს სოციალურ, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას. მან ასევე აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის არის ბევრი სამედიცინო სფეროსა და IT ტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელთა ნაკლებობასაც განიცდიდა ქალაქი და ეს ადამიანები მალევე დასაქმდნენ ლვოვში. გარდა ამისა, არსებობს პროგრამების მეორე მიმართულება რომელიც ემსახურება ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას.
შეხვედრაზე სერგეი სოდოვოიმ ყურადღება გაამახვილა სწრაფი და ეფექტური რეფორმების აუცილებლობაზე. კერძოდ – სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამავდროულად უნდა შემცირდეს ცენტრალური მთავრობის ბიუროკრატიული აპარატი. მისი განცხადებით მეტი დამოუკიდებლობა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ქართველი ექსპერტების შეკითხვაზე თუ როგორია მისი პირადი დამოკიდებულება უკრაინული რეფორმების პროცესში უცხოელების ჩართულობის მიმართ, ბატონმა მერმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა განიცდის პროფესიული კადრების ნაკლებობას. შესაბამისად, ის მიესალმება იმ ხალხის ჩართვას ქვეყნის განმგებლობაში, რომელთა პროფესიული გამოცდილებაც შესაძლებელია დადებითად წაადგეს რეფორმების განხორციელებას. მან აქვე დასძინა, რომ წინა დღით, 20 აპრილს, ქ. ლვოვში ის მასპინძლობდა პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ეკა ზღულაძეს. ქალბატონმა ეკა ზღულაძემ პოლიციის რეფორმის პრეზენტაცია გააკეთა და გახსნა განაცხადების მიღება პოლიციის აკადემიაში. იმავე დღეს 36 განაცხადი შევიდა.
შეხვედრა ერთი საათზე მეტხანს გაგრძელდა და მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეხვედრა გაიმართა კავკასიური სახლის მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა – გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]