პროექტის აღწერა

„კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, 10-13 აგვისტოს, საქართველოში მცხოვრები ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, ლაგოდეხში ეწყობა საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი „აგორა“ სამოქალაქო აქტივიზმის თემატიკაზე. პროექტის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში ჩატარდება ინტენსიური ტრეინინგი თემებზე, როგორებიცაა სამოქალაქო აქტივიზმის იდეა, მისი სახეები და ტრანსფორმაცია მსოფლიო ისტორიაში, გამოხატვის ფორმები, ვიზუალური ხელოვნება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ბანაკი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ასპექტებს. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ბანაკის მონაწილეებს.

მიზნები:
1. აღნიშნული პროექტის მიზანია მონაწილეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება
2. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართულ საზოგადოებაში.

პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმები:
• აუცილებელია იყო საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა (უპირატესობა მიენიჭებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს)
• ფლობდე ქართულ ენას მინიმალურ სასაუბრო დონეზე
• ასაკი – 18-25 წლამდე

დამატებითი ინფორმაცია:
პროექტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს „კავკასიური სახლი“. პროექტის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

საკონტაქტო პირი:  მარიამ ძაგოევი (ტელ: 598 550 410)
განაცხადის მიღების ბოლო ვადა – 22 ივლისი

ბანაკი ეწყობა კავკასიური სახლის სალექციო კურსის კურსდამთავრებულთა ინიციატივით, კავკასიური სახლისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert-ის პროექტის “ახალგაზრდული სამოქალაქო ინიციატივა” ფარგლებში.

“კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”
მისამართი: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქ.#20

Facebook
Twitter
LinkedIn