[vc_row][vc_column][vc_column_text]”კავკასიური სახლის” პროექტის “ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის” ფარგლებში, გამოიცა კიდევ ერთი პოლიტიკის დოკუმენტი – რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების კონტექსტუალური ანალიზი. პუბლიკაციის გადმოსაწერად იხილეთ ბმული.
საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტური ვითარების გათვალისწინებით, “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა – კავკასიურმა სახლმა” 2011 წლიდან დაიწყო აქტიური მუშაობა ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივის მეშვეობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის შეიქმნა სამოქალაქო დიალოგის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორისაა: ქართველი და რუსი ახალგაზრდა ანალიტიკოსების ერთობლივი კვლევები, სამუშაო ვიზიტები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში, სადაც პროექტის მონაწილეები სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან თუ საექსპერტო წრეებთან შეხვედრების მეშვეობით ეცნობიან შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და სხვადასხვა აქტუალური თემატიკის გარშემო იღებენ ინფორმაციას.
2011 წლიდან დღემდე ქართველი და რუსი ახალგაზრდების 10-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა. გამოიცა 5 პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც ეხება ქართულ-რუსული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს. გარდა ამისა, პერიოდულად ეწყობოდა დისკუსიები აქტუალურ თემებზე.
წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა. ნაშრომში განხილულია რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, აღნიშნული ხელშეკრულების თავდაპირველი და საბოლოო ვარიანტები, თბილისისა და სოხუმის შემხვედრი რეაქციები და ხელშეკრულების გაფორმების პოლიტიკური კონტექსტი.
ნაშრომი შეიქმნა პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „კონფლიქტის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]