„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსზე „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობის მისაღებად
პროექტის შინაარსი
„კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. სალექციო კურსის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ფორმირებისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის.
სალექციო კურსი მოიცავს სამ სამდღიან სემინარს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
- პირველი სემინარი გაიმართება თებერვალში, ბორჯომში. სემინარის თემატიკა მოიცავს ლექციებსა და დისკუსიებს პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე; სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე;
- მეორე სემინარი გაიმართება აპრილში, ბათუმში. იგი დაეთმობა თანამედროვე სახელმწიფოს გამოწვევებს და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: სოციალური პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები.
- მესამე სემინარი გაიმართება თელავში, ივნისში. სემინარის თემატიკა მოიცავს ნაციონალიზმის საკითხებს, ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების ისტორიასა და დღევანდელობას.
- სალექციო ციკლის გავლის შემდეგ მონაწილეთა ნაწილი გაივლის ტრენინგს კონფლიქტების ანალიზსა და მშვიდობის მშენებლობაში, რომელიც გაიმართება თბილისში.
პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ ახალგაზრდულ დიალოგსა და სასწავლო ვიზიტში, რომელიც გაიმართება 2020 წლის სექტემბერში, ევროპის რომელიმე ქვეყანაში.
პროექტის მონაწილეების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
შერჩევის კრიტერიუმები:
- ასაკი: 20-30 წელი;
- სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებსაც სურთ შეიძინონ/გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლებისა და კონფლიქტის ანალიზის მიმართულებით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 იანვარი
პროექტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს “კავკასიური სახლი”
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მეილზე: ana.dvali@developershub.ge
ამ განცხადების PDF ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ აქ
“კავკასიური სახლისა” და საერთაშორისო ორგანიზაცია „International Alert“-ის ერთობლივი პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით