„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობის მისაღებად

პროექტის შინაარსი
„კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“.

პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. სალექციო კურსი დაყოფილია ორ ნაწილად. ლექცია-სემინარები აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე ჩატარდება კვირაში ორჯერ ,,კავკასიურ სახლში.” სალექციო კურსის მეორე ნაწილი გულისხმობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან; ასევე თემატური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ფორმირებისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის.

სალექციო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეთა ნაწილი გაივლის ტრენინგს კონფლიქტების ანალიზში. ტრენინგის შედეგად შერჩეული საუკეთესო კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ დიალოგში, რომელიც გაიმართება 2018 წელს, ევროპის რომელიმე ქვეყანაში.

სალექციო კურსი დაიწყება 14 ნოემბერს და გაგრძელდება ორი თვე.

ვიდეო რგოლი გასული წლის სალექციო კურსის შესახებ :

შერჩევის კრიტერიუმები

 ასაკი: 20-30 წელი;
 სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები, მკვლევრები, რომელთაც სურთ შეიძინონ/გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლებისა და კონფლიქტის ანალიზის მიმართულებით;
 სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც არგუმენტირებულად იქნება ასახული აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელ-ფოსტაზე: application@developershub.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მაია ურუშაძეს

ელ-ფოსტაზე: maia.urushadze@developershub.ge;

ან ნომერზე: + 995 577 77 21 23

ჩამოტვირთეთ განცხადების სრული ტექსტი.

 

Facebook
Twitter
LinkedIn