[vc_row][vc_column][vc_column_text]პროექტის “კულტურის კალენდრის” ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური ლიგა“ ამა წლის 7 აპრილს აღნიშნავს  დიდი ქართველი მეცნიერისა და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ფუძემდებლის, არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 117 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს.

ღონისძიება გაიმართება „კავკასიურ სახლის“ სხდომათა დარბაზში, მოეწყობა მეცნიერის  პირადი არქივის გამოფენა, დუკუმენტური ფილმის ჩვენება, ფოლკლორული საღამო. აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას  ყოფილი მოწაფეები, მეცნიერები გაიხსენებენ დიდ მეცნიერს, ისაუბრებენ მის შემოქმედებაზე, იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც მეცნიერმა შეიტანა ქართული საენათმეცნიერო სკოლის დაარსებაში, ქართველი და კავკასიელი ხალხების დაახლოებაში.

დასაწყისი: 18 სთ-ზე
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის 20

დამატებითი ინფორმაცია იხლიეთ ბმულზე.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn