14-16 ივლისს, „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, პროექტ “რუსულ-ქართული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის” ფარგლებში, ქალაქ ბათუმში გაიმართა რეგიონალური დიალოგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსმა, ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა. ფორუმის თემატიკა ეხებოდა რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ისლამის რადიკალიზაციის საფრთხეს კავკასიის რეგიონში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებას, რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და ყარაბაღის კრიზისის გავლენას რეგიონზე. შეხვედრები “Chatham House”-ს წესებით წარიმართა.
გარდა ამისა, შედგა ვიზიტები ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. მონაწილეები შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ბატონ თამაზ შავაძეს, რომელმაც ისაუბრა რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე. დისკუსიაში ჩაერთო ექსპერტი კავკასიის საკითხებში ბატონი მამუკა არეშიძე.
ასევე მონაწილეები შეხვდნენ სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილეს ბატონ ადამ შანთაძეს და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სხვა წარმომადგენლებს. მან ისაუბრა მუსლიმურ თემში დღეს არსებულ ვითარებაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაზე.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ ძველი ბათუმის ღირსშესანიშნაობები. მოეწყო ექსკურსიები ზემო აჭარის რეგიონში, კერძოდ, მაჭახელასა და მახუნცეთის ხეობებში.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
jumpboobs.com