[vc_row][vc_column][vc_column_text]15 აპრილს ქ. კიევში კავკასიური სახლისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის ,,მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსია თემაზე ,,საქართველოს გამოცდილება უკრაინისთვის“. დისკუსიას დაესწრნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე  სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები. დისკუსია შედგებოდა ორი ნაწილისგან. დისკუსიის პირველი ნაწილის თემა იყო: სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: იზოლაცია თუ ჩართულობა?
პირველი ბლოკის მომხსენებლები იყვნენ: გიორგი კანაშვილი – ,,კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი (საქართველო), მარინა ვოროტნიუკი – სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი (უკრაინა), მარია ზოლკინა – ილკო კუჩიევის სახ. დემოკრატიული ინიციატივების ფონდის ანალიტიკოსი (უკრაინა).
განხილულ იქნა საქართველოს გამოცდილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა სმგავსებებსა და განსხვავებებზე. მოხსენებების დროს ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის მხარდაჭერის გზებზე.

 

ხოლო მეორე ნაწილი კი შეეხებოდა ეკონომიკურ რეფორმებს უკრაინაში და საქართველოს გამოცდიელბას.

უკრაინაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და საქართველოს გამოცდილებაზე მოხსენებებით წარდგნენ: ოკსანა კუზიაკივი– ეკონომიკური კვლევებისა და პოლიტიკის საკონსულტაციო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი (უკრაინა), ერიკ ლივნი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი (საქართველო) და მაკა ჭითანავა – ამავე სკოლის ასოცირებული მკვლევარი (საქართველო).
დისკუსიის ეს ნაწილი დაეთმო უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური რეფორმების შეფასებებს და ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში გატარებულ იმ რეფორმებზე, რომლის გატარებაც უკრაინის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი ბიძგი იქნებოდა. მოხსენებებში განსაკუთრებული აქცენტი ორივე ქვეყანაში არსებულ რისკებზეც გაკეთდა, რომლებიც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ორივე ქვეყნისთვის.
საჯარო დისკუსიის ფარგლებში მოეწყო უკრაინულ-ქართული ორი საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია. ესენია:

,,უკრაინის სტრატეგია ყირიმისა და დონბასის (ოკუპირებული ტერიტორიების) მოსახლეობის მიმართ საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით“.

,,ეკონომიკური რეფორმები: ბაზრის ლიბერალიზაცია vs სოციალური პასუხისმგებლობა“

ღონისძიება გაიმართა “კავკასიური სახლის” მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა – გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn