30 ოქტომბერს დასრულდა რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. ,,კავკასიური სახლის” პროექტის „ქართულ–რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ, როგორც სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რათა გაცნობოდნენ სამშობლოში არსებულ პოლიტიკურ, სოციო–ეკონომიკურ თუ კულტურულ პროცესებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია თანამედროვე საქართველოს შესახებ.

პირველი შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან, რისი დიდი სურვილი თავად დიასპორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. შეხვედრა საკმაოდ ემოციური და შთამბეჭდავი გამოდგა, როგორც სტუმრებისთვის, ისე მასპინძელი მხარისთვის. შემდგომ პროექტის მონაწილეები შეხვდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში – ზურაბ აბაშიძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს – პაატა ზაქარეიშვილს და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს, ასევე, შეხვედრები გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

pariarqi 55b5Dty4zIoDtQwTvREPpX3vYltOrtgAQnUQY7szS2pY,k4H7iuVhCoo-r6tQPHxffo8YrOIpVk897GnjemzWIOM,dKbSyr0S7ouZyk6aUKSOfWvF-xqIB6WTQoddKVcntoEზურაefMs4xzMWrIatXESW2P8RHcVqi36BXx28tLYsn9brrw,b4C3jLILCV5AVlwFzS03a9A6a1I6JmMmcwYyBUlNImY,4H2L2bfCVSaRm84ZemhuriwY8YqDMi50Z0qy2zG07Xs

შეხვედრების მეორე ნაწილი კი დაეთმო სამოქალაქო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან ვიზიტებს. ქართველი ახალგაზრდები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველს – ვახტანგ ჭარაიას და ილიას სახ. უნივერსიტეტის პროფესორს – ლევან გიგინეიშვილს, ასევე საინტერესო შეხვედრა შედგა კავკასიური სახლის ხელმძღვანელთან და მწერალთან – ნაირა გელაშვილთან, რომელმაც დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ,,კავკასიური სახლის” ისტორია და თანამედროვე პერიოდში მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ სოციალური გაერთიანებების წარმომადგენლებსაც, რომლებმაც ისაუბრეს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და საქართველოში არსებული სოციალური მოძრაობების ტენდენციებზე. პროექტის მონაწილეების ვიზიტი საქართველოში დასრულდა კახეთში სტუმრობით.

რუსეთში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ფონზე. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ვიზიტი უპრეცედენტოა, იგი ორივე მხარისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. ვიზიტის დროს დაისვა ქართულ დიასპორასთან კავშირის გაძლიერების აუცილებლობის საკითხი და ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობებს, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის ფონზე, შეუძლიათ გააკეთონ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა რუსეთში.

აღსანიშნავია, რომ ,,კავკასიური სახლი“ პროექტს ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

Facebook
Twitter
LinkedIn