[vc_row][vc_column][vc_column_text]27 ნოემბერს, 13:30 სთ-ზე “კავკასიური სახლი” გიწვევთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსიაზე: უკრაინაში არსებული შიდა და საგარეო-პოლიტიკური ვითარების ანალიზი
მომხსენებელი: იაროსლავ კოვალჩუკი, პოლიტიკის კვლევების საერთაშორისო ცენტრის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე
თემა: პოლიტიკური ვითარება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ
მომხსენებელი: ვიქტორ სლინჩაკი, მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის ბორდის თავმჯდომარე
თემა: რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები ყირიმის ანექსიის და დონბასში განვითარებული უახლესი მოვლენების ფონზე
სამუშაო ენა: რუსული
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზ #1, პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
საჯარო დისკუსია იმართება მიმდინარე პროექტის „უკრაინა – გამოსავალი კრიზისიდან დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]