21 ოქტომბერს, ,,კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია ,,საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები საპარლამენტო არჩევნების“ შემდეგ.

შეხვედრაზე მოხსენებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა – ანა დოლიძემ, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა – ზვიად ავალიანმა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, პოლიტოლოგმა – კორნელი კაკაჩიამ. ღონისძიებას მოდერირებას უწევდა ,,კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი კანაშვილი.

ანა დოლიძემ ისაუბრა ზოგადად რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ტენდენციებზე და ამ კუთხით საქართველოსთვის არსებულ გამოწვევებზე. ზვიად ავალიანმა ყურადღება გაამახვილა არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციაზე და საგარეო პოლიტიკური მიმართულებების კუთხით გარკვეული პროგნოზები გამოთქვა. კორნელი კაკაჩიამ მიმოიხილა ქვეყნის ურთიერთობები რუსეთთან და დასავლეთთან, და ასევე, მოკლედ შეაფასა რეგიონის სხვა ძალებთან (ირანი, ჩინეთი) ურთიერთობების მნიშვნელობა.

მოხსენების შემდგომ გამართულ დისკუსიებში აქტიურად ჩაერთვნენ სტუდენტები, ასევე, სხვადასხვა კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Facebook
Twitter
LinkedIn