[vc_row][vc_column][vc_column_text]28 ნოემბერს, 18 სთ-ზე “კავკასიური სახლი” გეპატიჟებათ გიორგი გურჯიევის წიგნის “ცხოვრება მაშინ არის ნამდვილი, როცა “მე ვარ” ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე.
წიგნი გერმანულიდან თარგმნა ცნობილმა გერმანისტმა და მთარგმნელმა ლაშა დადიანმა.
პრეზენტაციაზე საშუალება გექნებათ შეიძინოთ, ჟურნალ “აფრას” ძველი ნომრები და “კავკასიური სახლის” სხვა გამოცემები 50%-დან 90%-მდე ფასდაკლებით!
დასწრება თავისუფალია!
გიორგი გურჯიევი ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.
მამისა და პირველი მასწავლებლების გავლენით გურჯიევი ძალიან ადრეულ ასაკში განიმსჭვალა მოთხოვნილებით, წინა პლანზე დაეყენებინა თავისი “ჭეშმარიტი მე-ს” პრობლემა. მთელი 20 წლის განმავლობაში გურჯიევი ეძებდა და აგროვებდა ცოდნას, რომელიც მისი აზრით აუცილებელი იყო იმისათვის, რომ მის ცხოვრებას აზრი და სინამდვილე შეეძინა. მან შემოიარა ცენტრალური აზია და შუა აღმოსავლეთი, რათა აქ საიდუმლო ცოდნის ცოცხალი წყაროები აღმოეჩინა. გიორგი გურჯიევის მიზანი იყო ინდუსტრიული საუკუნის ადამიანის მეტისმეტად ორდინალური, მატერიალისტური ცნობიერებისა და ცხოვრების წესის შეცვლა საკუთარი სპირიტუალურ-ფსიქოლოგიური მეთოდებით, ახალი სკოლების შექმნა განათლების საკუთარი პრინციპების საფუძველზე. მან მართლაც მსოფლიოს მთელ რიგ ქალაქებში. მათ შორის თბილისშიც დააფუძნა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების სკოლები.” გ. გურჯიევმა შექმნა უაღრესად საინტერესო და თვითმყოფადი მოძღვრება დედამიწასა და სხვა პლანეტებზეE მოქმედი იდუმალი კანონების, ადამიანის რეალური სულიერი პრობლემების, აღმოსავლეთის ეზოტერული კულტურის შესახებ.
გურჯიევის უმნიშვნელოვანესი შრომებია:
- “ადამიანის ცხოვრების მიუკერძოებელი, ობიექტური კრიტიკა“ (ტრილოგია, მოცავს 1000 –ზე მეტ გვერდს)
- “შეხვედრები არაჩვეულებრივ ადამიანებთან”
- “ცხოვრება მაშინ არის ნამდვილი, როცა “მე ვარ”
- ”მოახლოებული ღმერთის ჰეროლდი”
- “მომავალი კეთილდღეობის მაცნე”
გიორგი გურჯიევი გარდაიცვალა 1949 წელს პარიზში.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]