9 დეკემბერს 13:00 სთ-ზე გორის საინფორმაციო ცენტრში, „კავკასიური სახლისა“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის მომავალი და ქართულ-ოსური ურთიერთობები
დისკუსიის დროს განხილული იქნება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებული სიტუაცია – განვითარების პერსპექტივები, პრობლემები და ნორმალიზაციის შესაძლებლობები, ასევე დიალოგის ფორმატების გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე
მომხსენებლები:
მიხეილ ჩიტაძე – გორის საინფორმაციო ცენტრი
ზვიად ზვიადაძე – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ვანო აბრამაშვილი – კავკასიური სახლი
მოხსენებებისა და დისკუსიის დასრულების შედეგ გიმართება პუბლიკაციის „კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები, ქართულ-ოსური კონტექსტი“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას წარუძღვება ჟურნალისტი, გოგა აფციაური.
პუბლიკაცია გამოიცა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ეგიდითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და USAID მხარდაჭერით
დასწრება თავისუფალია!
სამუშაო ენა – ქართული
მისამართი: შ. ჩიტაძის 3, გორი
დისკუსია ტარდება პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით