[vc_row][vc_column][vc_column_text]”ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხური კომიტეტი”  “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლთან“ და  „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით გიწვევთ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად პროექტის  ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ ფარგლებში.

პროექტის შინაარსი
2015 წლის ივნისში “ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხურმა კომიტეტმა” “კავკასიურმა სახლთან“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან” თანამშრომლობით, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ განხორციელება. პროექტი ითვალისწინების ქართულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საზოგადოებებს  შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე  დიალოგისა და კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობას. შეხვედრების უმთავრესი მიზანია სხვადასხვა დარგის   სპეციალისტებისა და ახალი თაობის ექსპერტების  ჩართულობის გზით ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზებზე მუშაობა და აღნიშნულ კონფლიქტებთან მიმართებაში ანალიზისა და რაციონალური საჯარო დისკურსის სტიმულირება.

 

აღნიშნული შეხვედრები არის უნიკალური შესაძლებლობა  საქართველოს ახალი თაობის პროფესიონალებისთვის/ექსპერტებისათვის ჩაერთონ ამ პროცესებში და  ახალი იდეები განავითარონ ქართულ-აფხაზური და ქართულ – ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით.

საერთო ჯამში შეირჩევა 10 მონაწილე (5 ქართულაფხაზური და 5 ქართულოსური შეხვედრისთვის), რომლებიც მოხსენებას გააკეთებენ აღნიშნულ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე.  თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა სამი დღე. პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში, ქალაქ ერევანში, სომხეთში.

 

ყველა ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტის, დაბინავების, კვების) დაფარული იქნება ორგანიზატორების მიერ.

 

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები

ასაკი: 45 წლამდე

სამიზნე ჯგუფი: სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის და სხვა მონათესავე სფეროებში მომუშავე ადამიანები, ასევე საჯარო  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ენები: რუსული ენის ცოდნა აუცილებელია.

სააპლიკაციო პროცედურა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და  წერილი, სადაც არგუმენტირებული იქნება  აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია და თქვენი წვლილი დიალოგის პროცესის გაძლიერებაში შემდეგ ელ-ფოსტაზე: submit.dialogue@gmail.com განცხადების გამოგზავნისას გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითეთ თუ რომელ,  ქართულ-აფხაზურ თუ ქართულ-ოსურ, მხარესთან შეხვედრაში გსურთ მონაწილეობის მიღება:

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23.07.2015

 

დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ასისტენტებს ანა ბრაგვაძესა და ელიკო ბენდელიანს.
ელ-ფოსტა: ana.bragvadze@developershub.ge ტელ: (995 577) 65 98 45;
ელ-ფოსტა: elikobendeliani@gmail.com ტელ: (995 555) 52 59 59

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn