[vc_row][vc_column][vc_column_text]სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს  “ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები და თარგმანები“.

პროექტის მიზანი გახლავთ  ქართველ და აზერბაიჯანელ მწერალთა და პოეტთა შემოქმედებისა და თარგმანების გაცნობის მეშვეობით საქართველოს ახალგაზრდობის ინფორმირება და ქართულ-აზერბაიჯანული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობების განმტკიცება-გაღრმავების ხელშეწყობა.

 

პროექტის ფარგლებში 2015 წლის 18 სექტემბერს 17.00 სთ-ზე კავკასიური სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სემინარი “ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები და თარგმანები“.

 

სემინარს წარუძღვება მთარგმნელი და ლიტერატორი ოქტაი ქაზუმოვი. გამოიფინება ქართულ-აზერბაიჯანული თარგმანები.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn