[vc_row][vc_column][vc_column_text]„კავკასიური სახლის“ პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრობლობისათვის“ ფარგლებში 22-27 ივლისს გაიმართა ქართველი და რუსი ახალგაზრდა ეკონომისტების შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შემდეგ სახელმწიფო უწყებებთან: ეკონომიკის სამინისტრო,  ენერგეტიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო (შემოსვლების სამსახურის თბილისი გაფორმების ზონა), ტურიზმის დეპარტამენტი და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.

 

ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავდა შეხვედრებს უნივერსიტეტებში და ეკონომიკის ექსპერტებთან. შეხვედრაში საქართველოდან და რუსეთიდან მონაწილეობა მიიღეს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური სკოლა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, პეტერბურგის უნივერსიტეტი, ჟურნალი „ექსპერტი“ (ურალის რედაქცია), გაზეთი „ვედომოსტი“, თსუ-სთან არსებული საერთაშორისო ეკონომიკის სკოლა (ISET), ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტელეკომპანია მაესტრო (ტელეგადაცემა „ბიზნესკონტაქტი“). ვიზიტის ბოლოს,  ქართველი და რუსი მონაწილეები შეთანხმდნენ საერთო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე, რომლებიც მოგვიანებით გამოიცემა.
კავკასიური სახლი უკვე მესამე წელია ახორციელებს აღნიშნულ პროექტს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-რუსული კონფლიქტის ტრანსფორმაციას სამოქალაქო დიალოგის საშუალებით. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი ვიზიტის განხორციელება.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn