[vc_row][vc_column][vc_column_text],,კავკასიური სახლის” პროექტი ,,კულტურის კალენდარი” 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება „კავკასიური სახლის“ საგამოფენო დარბაზსა თუ ეზოში.
2015 წლიდან ”კავკასიური სახლის” პროგრამის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოში დარეგისტრირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა (ა.ა.იპ), კერძო პირებმა და საინიციატივო ჯგუფებმა.
კონკურსის – „კულტურის კალენდარი“ – ფარგლებში დაფინანსდება კულტურის მცირებიუჯეტიანი (300 ლარი კერძო პირებისა და 500 ლარი ორგანიზაციების შემთხვევაში) ინიციატივები, ერთჯერადი ღონისძიებები: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა.
კონკურსის ვადები
,,კავკასიური სახლის” კულტურული პროგრამის ღია კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს პერიოდს 2015 წლის 5 თებერვლიდან 2015 წლის 1 მაისამდე, შესაბამისად, მცირე კულტურული პროექტებისა და ინიციატივების მოქმედების პერიოდი არ უნდა სცილდებოდეს მოცემულ თარიღებს. პირველ ეტაპზე დაფინანსდება 6 ინიციატივა.
დამატებითი ინფორმაცია
ღია კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების ჩასატარებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ ,,კავკასიური სახლის” ინფრასტრუქტურით (ეზო, დარბაზი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული პროექტის ჩატარება იგეგმება „კავკასიურ სახლში“, გრაფიკი უნდა შეთანხმდეს ღონისძიებების მენეჯერთან.
კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური შინაარსის ღონისძიებები და შესაბამისი ორგანიზაციები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თანდართული განაცხადის შევსება (იხილეთ დანართი).
დამატებითი საბუთები
ორგანიზაციის შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
თუ განმცხადებელი კერძო პირია ან კერძო პირებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, მაშინ პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი და მონაწილეების CV.
კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 5 თებერვალს .
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20 იანვარი.
პროექტის განაცხადი გთოხვთ გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
Culture.Calendar.CH@gmail.com[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]