[vc_row][vc_column][vc_column_text],,კავკასიური სახლის” პროექტი ,,კულტურის კალენდარი” 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება „კავკასიური სახლის“ საგამოფენო დარბაზსა თუ ეზოში.
2015 წლიდან ”კავკასიური სახლის” პროგრამის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოში დარეგისტრირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა.
კონკურსის – „კულტურის კალენდარი“ – ფარგლებში დაფინანსდება კულტურის მცირებიუჯეტიანი (500 ლარის ოდენობით) ინიციატივები, ერთჯერადი ღონისძიებები: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა.
კონკურსის ვადები
,,კავკასიური სახლის” კულტურული პროგრამის ღია კონკურსის მესამე ეტაპი მოიცავს პერიოდს 2015 წლის 25 სექტემბრიდან 2015 წლის 25 დეკემბრამდე. შესაბამისად, მცირე კულტურული პროექტებისა და ინიციატივების მოქმედების პერიოდი არ უნდა სცილდებოდეს მოცემულ თარიღებს. კონკურსში ამ ეტაპზე დაფინანსდება 8 პროექტი.
დამატებითი ინფორმაცია
ღია კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების ჩასატარებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ ,,კავკასიური სახლის” ინფრასტრუქტურით (ეზო, დარბაზი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული პროექტის ჩატარება იგეგმება „კავკასიურ სახლში“, გრაფიკი უნდა შეთანხმდეს ღონისძიებების მენეჯერთან.
კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური შინაარსის ღონისძიებები და შესაბამისი ორგანიზაციები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თანდართული განაცხადის შევსება (იხილეთ დანართი).
დამატებითი საბუთები
• კონკურსში მიიღება მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების
განაცხადები.
• საპროექტო განაცხადს თან დაურთეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი
კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 20 ოქტომბერს
პროექტის განაცხადი გთოხვთ გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
Culture.Calendar.CH@gmail.com[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]