[vc_row][vc_column][vc_column_text],,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ (თბილისი, საქართველო) გიწვევთ კონკურსში ,,კონფლიქტების და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტი“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ორგანიზებულია „უკრაინა – გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ პროექტის ფარგლებში.
პროექტის შინაარსი
2014 წლის სექტემბერში, ,,კავკასიურმა სახლმა“ კიევში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის ,,უკრაინა – გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ განხორციელება. პროექტს აქვს ორმაგი მიზანი: ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში შეხვედრების ორგანიზების გზით რუს და უკრაინელ ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებას და საშუალო რანგის ოფიციალურ პირებს შორს რუსულ-უკრაინული კონფლიქტის ტრანსფორმაციას და მეორე მხრივ, საქართველოს გამოცდილების გაზიარებით მხარს უჭერს უკრაინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას.
აღნიშნული უნივერსიტეტი არის ამ პროცესის გაგრძელება. მისი მთავარი აქცენტი არის უკრაინელ და რუს მომავალ ლიდერებს და პოტენციურ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ნდობის აღდგენა კონფლიქტებზე და მათი გადაჭრის ტიპების შესახებ რაციონალური დისკუსიის მეშვეობით ცოდნის ამაღლებით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უკრაინის, რუსეთის, მოლდოვის, ევროკავშირის და საქართველოს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ჩაერთონ ამ პროცესში და ახალი იდეები განავითარონ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით.
მოწვეული საერთაშორისო სპიკერები, ისევე როგორც, სპიკერები რეგიონიდან წაიკითხავენ ლექციებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების ბუნებაზე და განიხილავენ რეგიონში და მთელ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებს case-study-ების საფუძველზე.
საერთო ჯამში 32 მონაწილე უკრაინიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან, ევროკავშირიდან და საქართველოდან დაესწრება კონფლიქტების ანალიზზე ექვსდღიან (18-23 მაისი) ლექციების სერიას ბათუმში, საქართველო. ლექციები ჩატარდება რუსულ ენაზე.
ყველა ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტის, დაბინავების, კვების) დაფარული იქნება ,,კავკასიური სახლის“ მიერ.
მონაწილეობის მიღების კრიტერიუმები
- ასაკი: 22-35 წელი
- განათლება: სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის და სხვა მონათესავე დისციპლინების კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი წლის სტუდენტები;
- ენები: რუსული ენის ცოდნა აუცილებელია.
სააპლიკაციო პროცედურა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: ana.dvali@developershub.ge
ბოლო ვადა: 5.05.2015
დამატებითი ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ანა დვალს, პროექტის კოორდინატორი: ელ-ფოსტა: ana.dvali@developershub.ge; ტელ: +995 577 77 04 09
,,კონფლიქტების და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტი“ ორგანიზებულია პროექტის „უკრაინა – გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]