[vc_row][vc_column][vc_column_text]კულტურულულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოებისა და არასამთვრობო სექტორისთვის ცნობილია, რომ ორგანიზაცია 2015 წლიდან თავის ერთერთ მნიშვნელოვან პროექტს „კულტურის კალენდარი“ ახორციელებს ახალი ფორმატით. ამ პროექტის ფარგლებში „კავკასიურმა სახლმა წელს უკვე მეორედ გამოაცხადა ღია კონკურსი მცირე გრანტების მოსაპოვებლად და კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად. აქვე იყო მითითებული, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტულად მიიჩნეოდა პროექტები, რომლებიც მიმართული იქნებოდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ყოფის, მათი პრობლემების წარმოსაჩენად  და გადასაჭრელად.
წარმოდგენილი განაცხადებიდან  შერჩეული იქნა 7 პროექტი, რომელთა განხორციელებაც პროექტის მენეჯმენტმა მნიშვნელოვნად მიიჩნია.
„კავკასიური სახლი“ მადლობას უხდის ყველას კონკურსისადმი  გამოჩენილი ინტერესისთვის, ულოცავს გამარჯვებულებს და მზადყოფნას გამოთქვამს მომავალშიც ითანამშრომლოს იმ ორგანიზაციებთან, რომელთაც ამჯერად ვერ მიიღეს დაფინანსება.

გთავაზობთ კონკურსში  გამარჯვებული ორგანიზაციების ჩამონათვალს და მოკლე ანოტაციებს იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც მათ აქვთ განზრახული.

1. დედოფლისწყაროს სათემო ორგანიზაცია „ხორნაბუჯი“ არსებობს 2004 წლიდან.

ორგანიზაციის მისიაა დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ჩართულობა და აქტიური  მონაწილეობა.

ღონისძიების იდეაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მრავალეროვანი მოსახლეობის სხვადასხვა ეროვნების ბავშვების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა შორის საქართველოს სახელმწიფო ენის შესწავლის მოტივაციის ამაღლება, მათთვის საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა, ეთნოსთა შორის რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობის დანერგვა და გაღრმავება.

 

2.„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (Association for Civil Society Development of Georgia, ACSDG) არის არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2004 წელს ქვემო ქართლის რეგიონის ქ. თეთრიწყაროში.

ორგანიზაციის მიზნებია: რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; რეგიონის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ადამიანის უფლებების დაცვა. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი თემატური პრიორიტეტული მიმართულებებია: სოციალური, გარემოსდაცვითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო-ანალიტიკური, კულტურული.

ღონისძიების იდეა. უკანა ფშავში არაერთი პრობლემაა, ყველაზე მთავარი მაინც მიგრაციაა. ხეობის სოფლების უმეტესობა უკვე ნასახლარებად არის ქცეული. პროექტის ფარგლებში ბავშვები უკანა ფშავიდან ეწვევიან თბილისს, ისინი დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს. ექსკურსიის შემდეგ გაიმართება ფოტოგამოფენა.

პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები მოზარდებისთვის  დედაქალაქის გაცნობა და კულტურული ტურის შეთავაზება,  თბილისელი და შუაფხოელი მოზარდების დაახლოება.

3. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გონი-ერი“ დაარსდა 2015 წლის 12 ივნისს, ქ. რუსთავში, უკვე არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გო-ნების“ რეორგანიზაციის შედეგად. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა კოალიციის სახით „კავშირი „მწვანე კავკასია“-სთან ერთად, რომელიც 1999 წლიდან არსებობს.

პროექტი „კულტურათაშორისი მეგობრობა“ მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონის, კერძოდ კი, ქალაქ რუსთავის მაშსტაბით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა, სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების ადამიანთა ერთმანეთთან დაახლოებას, დამეგობრებასა და ერთმანეთის კულტურის გაცნობას. ამჯერად იგეგმება ინტერაქტიური შეხვედრების გამართვა აზერბაიჯანული სათვისტომოს წარმომადგენლებთან.  

4. ააიპ „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ საქართველოს იუსტიციის მიერ

დარეგისტრირდა 2004 წლის 20 დეკემბერს #1184

ორგანიზაციის მისიაა:  საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს თემისა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში;

პროექტის მიზანი გახლავთ  ქართველ და აზერბაიჯანელ მწერალთა და პოეტთა შემოქმედებისა და თარგმანების გაცნობის მეშვეობით საქართველოს ახალგაზრდობის ინფორმირება და ქართულ-აზერბაიჯანული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობების განმტკიცება-გაღრმავების ხელშეწყობა.

5. საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი“ დარეგისტრირებულია 1991 წლის აგვისტოდან. ასოციაციის ძირითადი მიზნებია საქართველოში მცხოვრები გერმანელების კულტურული მემკვიდრეობის, ენის შენარჩუნება და განვითარება. წლების განმავლობაში ასოციაცია „ეინუნგი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში არსებულ შემოქმედებით კავშირებთან, აწყობს გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, აღნიშნავს გამოჩენილ გერმანელთა საიუბილეო თარიღებს და ა. შ.

ცნობილია, რომ საქართველოში მე- 19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასწყისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა  მრავალი გერმანული წარმოშობის მხატვარი და კულტურის მოღვაწე. მათ შორის აღსანიშნავია ელენე და პაულ ფრანკენები, რიხარდ ზომერი ( ლ. გუდიაშვილის მასწავლებელი), ოსკარ  შმერლინგი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაქს ტილკეს მიერ შექმნილი კავკასიელ ეთნოსთა კოსტუმები.

6. „საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაცია,“ იურიდიული პირი გახდა 2015 წლის 15 იანვარს, მანამდე არსებობდა სტუდენტური კლუბის სტატუსით, „ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება“ (დაფუძნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წლის 7 ნოემბერს), საქმიანობის 2,5 წლის მანძილზე ორგანიზაციამ გაახორციელა მრავალი კვლევითი, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები, მათ შორის ორგანიზაციას აქვს ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება.

პროექტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს და წარმოაჩინოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურა და ღირებულებები, ასევე  ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათ დაახლოებას და ინტეგრაციას, ეთნიკური უმცირესობებისა და ქართველების ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, დაახლოებასა და სოციალიზაციას.

7. საქართველოს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირი

დარეგისტრირდა 2010 წელს. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქურთთა კონსოლიდაცია; საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქურთების უფლებების დაცვა და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა; საქართველოში დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების შექმნისა და სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა და სხ.

ღონისძიების იდეაა საქართველოში მოღვაწე ქურთი მხატვრების (ანტონ მირზოევი, ბასე ჯაფაროვი, ანდო ჩილდარგუში, ლამარა მირანგი) ნამუშევრების გამოფენის მოწყობა (თემატიკა „ძველი თბილისი“). ასევე გამოფენაზე  პირველად გაჟღერდება  ქურთულ ენაზე  ცნობილი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის სიმღერა „თბილისო“ საქართველოს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირის წევრის როზა ტელიოანის შესრულებით.

ღონისძიების ძირითადი მიზანია გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას ქურთული კულტურა, ყოფა და ტრადიციები ბოლო წლების ფონზე იკლო ქურთი ახალგაზრდების ჩართულობამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქედან გამომდინარე კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება, მათი ჩართულობის ამაღლება.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn