[vc_row][vc_column][vc_column_text]„კავკასიური სახლი“ გიწვევთ საჯარო ლექციებზე რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ლექციებს წაიკითხავს ტარტუს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი.
უკვე მეოთხე წელია „კავკასიური სახლი“ შეისწავლის და აქტიურად იკვლევს რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და მის სხვადასხვა ასპექტებს. საქართველოსთვის, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ჰყავდეს კადრები და მკვლევრები, რომლებსაც გააზრებული ექნებათ რუსეთის საგარეო პოლიტიკა, ესმით ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ, როგორც აკადემიურ სფეროში, ისე პოლიტიკის პრაქტიკულ განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ ეს კურსი უკვე მეორე წელია ტარდება და მიზნად ისახავს სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევრების ცოდნის გაღრმავებას რუსეთისმცოდნეობის სფეროში.
ლექციები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში; მის: ჭავჭავაძის გამზ. # 1
ლექციების განრიგი და თემატიკა:
28 ნოემბერი 12:00 სთ | აუდიტორია 302,
I კორპუსი |
რუსული იდენტობის ფორმირება: საბჭოთასა და პოსტსაბჭოთას შორის
|
28 ნოემბერი 14:00 სთ | აუდიტორია 302,
I კორპუსი |
რუსეთის ნორმატიული პროექტი: ევროსკეპტიციზმის წყარო
|
30 ნოემბერი 16:00 სთ | აუდიტორია 115,
I კორპუსი |
რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა. (ესტონეთი, უკრაინა, საქართველო) |
1 დეკემბერი 16:00 სთ | აუდიტორია 115,
I კორპუსი |
სირიის კრიზისის შემდეგ: უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგი რუსეთში |
სამუშაო ენა – ინგლისური. დასწრება თავისუფალია!
მსმენელებს, რომლებიც დაესწრებიან ყველა ლექციას, სალექციო კურსის დასრულების შემდეგ გადაეცემათ სერთიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს – ანა დვალს, ტელ: 577 77 04 09; ელ-ფოსტა: ana.dvali@developershub.ge[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column][vc_column_text]
სარეგისტრაციო ფორმა.
[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column][contact-form-7 id=”4″][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column][vc_column_text]განცხადების სრული ტექსტის სანახავად იხილეთ მიმაგრებული ფაილი.
ლექციების კურსი ტარდება პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით
[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column][vc_column_text]
[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]