„კავკასიური სახლი“ გიწვევთ ქართველ და რუს ექსპერტებს შორის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრები გაიმართება ,,კავკასიური სახლის“ პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, 27-28 თებერვალს, დაბა ბაკურიანში.
პროექტის შინაარსი
,,კავკასიური სახლი“ პროექტს „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ახორციელებს 2011 წლიდან, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, ქართველ და რუს მკვლევრებს შორის დიალოგის წახალისება და აქტუალიზაცია; მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის რეკომენდაციებისა და პოლიტიკური ალტერნატივების შემუშავება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში რეგულარულად იმართება ქართველი და რუსი ექსპერტების ვიზიტები საქართველოსა და რუსეთში. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ ოფიციალურ პირებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს. ასევე მონაწილეობა მიიღონ ორმხრივ ფორუმებში, სადაც განიხილება რეგიონისა და ორ ქვეყანას შორის არსებული აქტუალური საკითხები.
27-28 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც სადისკუსიო თემები იქნება: სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება – ისლამის რადიკალიზაცია და რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესება; რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონის ენერგოუსაფრთხოება.
პროექტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (მათ შორის ტრანსპორტის, დაბინავების, კვების) ფარავს „კავკასიური სახლი“.
მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები
- ასაკი: 23-45 წლამდე
- პროფესიული კვალიფიკაცია: მკვლევარები, ჟურნალისტები, აკადემიური სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები;
- სამუშაო ენა: რუსული
- შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება რუსულ ენაზე.
ქართველი მონაწილეების შერჩევას ახორციელებს „კავკასიური სახლი“. მონაწილეებს რუსეთიდან შეარჩევს „ა. გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი“.
სააპლიკაციო პროცედურა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც იქნება დასაბუტებული პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maia.urushadze@developershub.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 09.02.2016
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ოფიცერს, მაია ურუშაძეს, ტელ: (995 577) 77 21 23
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით
ჩამოტვირთეთ განცხადების სრული ტექსტი