კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი აცხადებს მიღებას „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ქართულენოვან ჯგუფში 2023 სასწავლო წლისათვის
პროექტის მიზანია:
საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა კავკასიელი ხალხების ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების შესახებ. გააცნოს მათ კავკასიაში და მის ფარგლებს მიღმა მიმდინარე კულტურული, სოციალური და პოლიტიკური მოვლენები; ხელი შეუწყოს მსჯელობას თანამედროვე ლიტერატურის, ფილოსოფიისა და რელიგიის მნიშვნელოვან საკითხებზე.
პროექტის შინაარსი
პროექტის ფარგლებში ლექცია – სემინარები ჩატარდება მინიმუმ თვეში სამჯერ.
გარდა წინასწარ დაგეგმილი ლექციებისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ე. წ. „საუბრები აქტუალურზე“, სადაც მსმენელები თვითონ იქნებიან მომხსენებლები და მოდერატორები.
ჩვენი მსმენელების ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენს ჯგუფში აიტვირთება სტატიები, კვლევები საარქივო მასალები კავკასიის ხალხების ისტორიის, ეთნოგრაფიის, ქართულ-კავკასიური, კავკასიურ რუსული ურთიერთობების, ასევე გამოჩენილი კავკასიელების ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.
მაგრამ ჩვენი მუშაობა ამით არ შემოიფარგლება; მსმენელები ნახავენ ონლაინ ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მუზეუმებში დაცული საინტერესო ექსპონატების შესახებ. მათ აგრეთვე ეძლევათ შესაძლებლობა ნახონ „კავკასიური სახლის“ მიერ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები და იმსჯელონ იქ წამოჭრილი პრობლემების ირგვლივ ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე.
ასევე: „სახალხო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაცია სთავაზობს ჩვენს მსმენელებს სურვილის და მიხედვით მოამზადონ ესეები, ჩანახატები, ასევე მოგვაწოდონ მოთხრობები, ლექსები, თარგმანები, რომელთაც ჩვენი სპეციალისტები გაუწევენ სათანადო რედაქტირებას, რის შემდეგაც ისინი აიტვირთება ჩვენს ჯგუფში, მათგან გამორჩეულები კი წლის ბოლოს დაიბეჭდება ჩენს სტუდენტურ ალმანახში ‘ჩვენი სამყარო“.
ამის გარდა, მსმენელებს ვთავაზობთ სურვილისდა მიხედვით თვითონ გადაიღონ 5-10 წუთიანი მინიდოკუმენტური ფილმები მათ რეგიონში არსებული კულტურული ძეგლებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ. თუ თქვენ ვერ შესძლებთ მათ დამონტჟებას, ამას თქვენთან კონსულტაციით გააკებენ ჩვენი გუნდის წევრები. ეს ვიდეორგოლები აიტვირთება ჩვენს ჯგუფში, ხოლო წლის ბოლო ერთ დოკუმენტურ ფილმად გაერთიანდება.
მთელი წლის განმავლობაში კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები მზად არიან უპასუხონ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს პროექტის მიმდინარეობის, ასევე თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
სასწავლო წლის ბოლოს პროექტის მსმენელთა მონაწილეობით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ახალგაზრდები წაიკითხავენ მოხსენებებს მათთვის სასურველ თემებზე.
წლის ბოლოს გაიცემა ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები
- ასაკი: შეზღუდვა არ არის;
- განათლება: საშუალო, უმაღლესი;
- ენები: აუცილებელია ქართული ენის ცოდნა;
- ინტერესი კავკასიური პრობლემატიკისადმი და მიღებული ცოდნის საკუთარი პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების სურვილი.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა
- შეავსოთ ანკეტა და გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tujuxu@gmail.com; beroshvili@hotmail.com
- CV
- ფოტო (3×4)
სახალხო უნივერსიტეტში მიღება მოხდება ანკეტის გაცნობის საფუძველზე.
სწავლა უფასოა.
სწავლის ხანგრძლივობა – 1 წელი
განცხადებები მიიღება მისი გამოქვეყნებიდან 31 იანვრამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს თამარ უჯუხუს
ელფოსტა: თამარ უჯუხუ (tujuxu@gmail.com); ან მიხო ბეროშვილი(beroshvilimixo@gmail.com);
მობ: 577202103; 577 33 71 72
ჩვენი პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეავსონ შესაბამისი განაცხადი და გამოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. გთხოვთ, მიუთითოთ რეგიონი.
„სახალხო უნივერსიტეტის“ განვლილი წლის მუშაობის შესახებ იხილეთ იხილეთ მასალები მითითებულ გვერდზე: https://www.facebook.com/groups/2793324977393039
კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია
სასწავლო წლის განმავლობაში „სახალხო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაცია და მისი რეგიონული თანაკოორდინატორები ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, გორში თბილისში, წეროვანში, თელავში, ყვარელში, სოფლებში -ახალსოფელში და ნუკრიანში (კახეთის რეგიონი) მუდმივად კავშირში არიან მსმენელებთან და კონსულტაციებს უწევენ მათ.