„კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, 6 მარტს, 19:00 სთ-ზე გაიმართება დისკუსია თემაზე: „სატრანსპორტო დერეფნების მოლოდინში: რას მოგვიტანს 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება? “

აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრაზე, კვლავ გააქტიურდა საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგს ეხება. თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და შემოწმებას ითვალისწინებს.

დარიალის ხეობაში სულ უფრო გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები ხელს უშლის თავისუფალ მიმოსვლას, რაც ყველაზე მეტ პრობლემას სომხეთიდან რუსეთისკენ და პირიქით მიმავალ ტვირთებსა და მგზავრებს უქმნის. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება ამ ნაკადის როკის გვირაბისკენ მიმართვით. მარტის ბოლოს ამ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილია ქართული და რუსული მხარეების შეხვედრა შვეიცარიულ კომპანია SGS-თან.
ხელშეკრულების ამოქმედება საინტერესოა ორი მიმართულებით: 1. რა ეკონომიკური შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის და 2. როგორი გავლენა ექნება კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მიმართულებით.

მომხსენებლები:

სერგი კაპანაძე – პარლამენტის წევრი
გიორგი კანაშვილი – „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი
ვახტანგ ლომჯარია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი

მოდერატორი:

მაია ურუშაძე, პროექტის მენეჯერი, კავკასიური სახლი

მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის 20, კავკასიური სახლი
დასწრება თავისუფალია!

Facebook
Twitter
LinkedIn