კავკასიური სახლის მოწვევით 20-22 დეკემბერს საქართველოს ლექციების კურსით ეწვია პროფესორი, ისტორიის სოციოლოგი გიორგი დერლუგიანი.

მისი ვიზიტის ფარგლებში 21 დეკემბერს, 13:00 საათზე, ,,კავკასიურ სახლში” გაიმართა დახურული დისკუსია “თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია” გიორგი დერლუგიანის, ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით. მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნა საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები, ახალი პარადიგმის ფორმირების პროცესი, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა ახალ რეალობაში და კავკასიის რეგიონის როლი ახალ მსოფლიო წესრიგში. დისკუსიის დროს მოხსენებებით წარდგნენ:

გიორგი დერლუგიანი – ისტორიის სოციოლოგი; ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი (აბუ-დაბი)
რევაზ ქოიავა – პოლიტოლოგი; „კავკასიური სახლის“ მკვლევარი
ანა დოლიძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

Facebook
Twitter
LinkedIn