17 დეკემბერს, 13 საათზე ქ. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „კავკასიური სახლისა“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა:
„რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“
მომხსენებლები:
არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი
ბექა ბაჯელიძე – (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი.
ლეილა სულეიმანოვა – აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე, ასევე ყარაბახის კონფლიქტზე, როგორც დღეისათვის არსებული სიტუაციის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით.
მისამართი: გიორგაძის ქ. #1, მარნეული/ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
დასწრება თავისუფალია
დისკუსია ტარდება პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც რომელიც ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.