[vc_row][vc_column][vc_column_text]ბოლო პერიოდში უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონებში განვითარებული მოვლენები მოწმობს იმას, რომ 2014 წლის 5 სექტემბრს მინსკში გაფორმებული შეთანხმება არ აღმოჩნდა საკმარისად ქმედითი. გაეროს ადამიანის უფლებათა სააგენტოს მონაცემებით მხოლოდ 9 დღის განმავლობაში, 13-21 იანვრის პერიოდში, დონბასში შეტაკებების შედეგად დაიღუპა 262 პირი. მინსკის შეთანხმების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ვითარება ასე დაიძაბა რეგიონში.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 5 თებერვალს, 12 სთ-ზე, „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით “კავკასიურ სახლში” (მის: ტაბიძის ქ. #20) გაიმართება საჯარო დისკუსია: მიმდინარე სიტუაცია უკრაინაში და კონფლიქტის დეესკალაციის გზები
სამუშაო ენა: რუსული
დასწრება თავისუფალია!
დღის წესრიგი:
12:00-12:20 იულია ბიდენკო, ვ.ნ. კარაზინის სახელობის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტი – ვითარება კონფლიქტის წინა ხაზზე
12:20-12:40 თემურ ოლევსკი , ჟურნალისტი – რადიო “Эхо Москвы”, ტელეკომპანია „Дождь“ – ჟურნალისტის თვალით დანახული კრიზისი დონბასში
12:40 -13:00 ელენა ზახაროვა, პოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი – ეროვნული დიალოგი უკრაინაში: ამოცანები, მიღწევები და გამოწვევები
13:00-13:20 სერგეი უტკინი, სიტუაციური ანალიზის ცენტრი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია – უკრაინის კრიზისის მოგვარების გზები
13:20-14:00 დისკუსია
საჯარო დისკუსია იმართება მიმდინარე პროექტის „უკრაინა – გამოსავალი კრიზისიდან დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით
[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]