,,კავკასიური სახლის” პროექტი ,,კულტურის კალენდარი” 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

2015 წლიდან პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოში დარეგისტრირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და საინიციატივო ჯგუფებმა.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი (500 ლარის ოდენობით) ინიციატივები კულტურის სფეროში და ერთჯერადი ღონისძიებები, როგორიცაა: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა.

ღია კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების ჩასატარებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ ,,კავკასიური სახლის” ინფრასტრუქტურით (ეზო, დარბაზი და სხვ.).

კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური შინაარსის ღონისძიებები და შესაბამისი ორგანიზაციები. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თანდართული განაცხადის შევსება (იხილეთ განაცხადი).

დამატებითი პირობები

  • კონკურსში მიიღება მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების განაცხადები.
  • საპროექტო განაცხადს თან უნდა ჰქონდეს დართული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 4 ნოემბერი.

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 11 ნოემბერს.

გაითვალისწინეთ: პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე!

პროექტის განაცხადი და შეკითხვები გთოხვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@developershub.ge

გთხოვთ წერილის საგანში მიუთითოთ „კულტურის კალენდარი“

Facebook
Twitter
LinkedIn