[vc_row][vc_column][vc_column_text]საინიციატივო ჯგუფი “სოფლის სოცილოგთა კლუბი” “კავკასიური სახლის” პროექტის “კულტურის კალენდრის” კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

“სოფლის სოცილოგთა კლუბის” ღონისძიების იდეაა შეიქმნას აჭარელ ეკომიგრანტთა ფოტოგალერეა, რომლის გამოფენაც გაიმართება ქალაქ თბილისში. პროექტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს, თუ როგორია აჭარელ ეკომიგრანტთა ყოფა, რაც წარმოდგენილი იქნება ფოტომასალითა და ისტორიებით. ეს ხელს შეუწყობს ეკომიგრანტებისა და სოფლის მაცხოვრებელთა პრობლემებით საზოგადოების დაინტერესებას. დღეისათვის მიმდინარეობს საველე სამუშაოები, შეხვედრები ბენეფიციარებთან, ხდება ზეპირი ისტორიების ჩაწერა, ფოტო და ვიდეომასალის შეგროვება.

18 აპრილს  საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოს, რომლის ამსახველი  ფოტო და ვიდეომასალის  პრეზენტაცია გაიმართება “კავკასიურ სახლში”.

 

დასაწყისი 18:00

მისამართი გალაკტიონის ქ. 20

დასწრება თავისუფალია![/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn