სათემო კავშირი „ნუკრიანი“

2009 წლიდან სოფელ ნუკრიანში სათემო კავშირი  „ნუკრიანის“ ინიციატივით რეგულარულად იმართება „ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი. ამ ხნის მანძილზე ფესტივალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ფესტივალი – „ნუკრიანი 2015“–ის მიზანია  ხელი შეუწყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში ტურისტული პროცესების გააქტიურებას, შემოსავლის მომტანი საქმიანობების განვითარებას, არსებული სახელოსნოებისა და ხალხური რეწვის პროდუქციის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელობებისა და კულინარიის წარმოჩენასა და  მუნიციპალიტეტის  კულტურული სერვისების გაუმჯობესებას.

 

მუსიკალური საღამო კაფე დნმ-ში“ – გრიგორი პაპაიანი (პროექტის ავტორი)

წლების განმავლობაში კავკასიური სახლის კაფე „დნმ“ -ში სისტემატურად იმართებოდა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოები საქართველოსი მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხელოვანთა მონაწილეობით.

შემოთავაზებული პროექტი ერთგვარი ნოსტალგიაა საღამოებისა, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა თბილისი მრავალეთნიკური მოსახლეობის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიური სახლის ძველი და ახალი მეგობრები.

 

აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის

„აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირის“ ძირითადი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი კულტურის მოღვაწეთა ინტერესების დაცვა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია,  ხელისუფლებასა და მმართველობის ორგანოებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან  კონტაქტების დამყარება.

შემოთავაზებულ პროექტის ფარგლებში გაიმართება „საუბრები“ ქართულ-აფხაზურ კულტურულ ურთიერთობებზე, გაიმართება კონცერტი აფხაზეთის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების შესრულებით. მოეწყობა გიორგი შერვაშიძის ლექსზე დაწერილი სიმღერის პრეზენტაცია და კლიპის ჩვენება.

 

„ქალთა ასოციაცია“ (პროექტის ავტორი ხათუნა ჩუგოშვილი)

„ქალთა ასოციაცია“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ქალთა განათლების, რეალიზებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებზე:  ქალთა უფლებების დაცვა–ადვოკატირება; ქალთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა; „ქართული ნაციონალური სამოსის ფესტივალი“ 

“ჩვენი იდეის საფუძველზე, ეს იქნება ერთდღიანი ფესტივალი, რომელიც გააერთიანებს საქართველოსა და კავკასიაში არსებულ სამოსს დღევანდელობისათვის წარმოსადგენად. აღნიშნულ დღეს მოწვეულები იქნებიან ექსპერტები და ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს თითოეული კუთხის სამოსის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.”

 

საინიციატივო ჯგუფი (პროექტის ავტორი ნათია ვარდიძე)

ღონისძიების იდეა თუშური სიმღერების, ლექსების, ტრადიციების, ხელნაკეთი ნივთების, სამზარეულოს წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება თუშური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  პოეტები და მომღერლები.

 

„ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის ფონდი“

ორგანიზაციის მიზანია  ქართველი მუსლიმების მიერ შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, დაცვა, აღწერა, პოპულარიზაცია. ფოტოგამოფენა მიეძღვნება 1944 წლის  ტრაგედიას, სამხრეთ საქართველოდან მაჰმადიანი მესხების გადასახლებას.  გამოფენაზე წარმოდგენელი იქნება უნიკალური ფოტომასალა. გადასახლებული მუსლიმი მესხების საოჯახო ალბომები, გადასახლებამდე გადაღებული. ერისთავების, მაჩაბლების, ეფენდიევების და  აბაშიძეების სოჯახო პორტრეტები.

 

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

ორგანიზაციის მისიაა:  საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს თემისა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში;

დღეისათვის წიგნის კითხვა და წიგნთან ურთიერთობა ნაკლებ აქტუალურია არა მარტო მოზარდებში, არამედ უფროსი თაობის წარმომადგენელთა შორის. პროექტის იდეაა შევაყვაროთ ახალგაზრდებს წიგნის კითხვა და წიგნიდან შეიმეცნონ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობება და მეგობრობა.

ამ ეტაპზე გვსურს საქართველოს აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლებში აზერბაიჯანულ ენაზე ლექცია-სემინარების ჩატარება ქართველ მწერალთა ნაწარმოებებში წარმოჩენილი აზერბაიჯანელი პერსონაჟების შესახებ.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა-ჯორჯია“

არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა-ჯორჯია“ არის არასამეწარმეო იურდიული პირი; ორგანიზაცია დარეგისტრირებულია 2013 წლის 14 აგვისტოს.

პროექტის იდეაა ვიდეომასალის შეკრება და დოკუმენტური ფილმის შექმნა სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრების, წარმატებების, პრობლემების შესახებ. ფილმი საშუალებას მისცემს საზოგადოებას გაეცნოს ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებას სომხეთში. ჩვენი აზრით ფილმი ხელს შეუწყობს ქართველი და სომეხი ხალხების კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და გაღრმავებას.

 

დედოფლისწყაროს სათემო ორგანიზაცია „ხორნაბუჯი“

დედოფლისწყაროს სათემო ორგანიზაცია „ხორნაბუჯი“ არსებობს 2004 წლიდან.ორგანიზაციის მისიაა დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ჩართულობა და აქტიური  მონაწილეობა.

 ღონისძიების იდეაა  მოსწავლეთა სასწავლო- სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება თემაზე „ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობები“ . მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას როგორც საქართველოში რუსული კულტურის კერების და მოღვაწეების, ისე რუსეთის კულტურულ ცხოვრებაში ქართველთა მიერ შეტანილი წვლილის შესახებ. ღონისძიება ჩატარდება დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

 

საინიციატივო  ჯგუფი -„სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია“

განზრახულია პროექტის ფარგლებში “კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი” სტუდენტური კონფერენციის ჩატარება,  რომელიც მიეძღვნება გამოჩენილ ქართველ მეცნიერის გიორგი როგავას ხსოვნას.   კონფერენციის მიზანია ხელი შევუწყოთ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს სამეცნიერო კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების  გამომუშავებასა და განვივითარებაში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და მაგისტრანტები როგორც თბილისის უმაღლესი სასწავლებლებიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

კონფერენცია ტარდება  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

Facebook
Twitter
LinkedIn