[vc_row][vc_column][vc_column_text]2–7 თებერვალს ,,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში საქართველოს ეწვევა უკრაინელი ექსპერტების მორიგი ჯგუფი. უკრაინული დელეგაცია წარმოდგენილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებით, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს საშუალო რგოლის თანამშრომლებითა და ჟურნალისტებით.
2 თებერვლიდან 5 თებერვალის ჩათვლით უკრაინული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს უკრაინელი ექსპერტებისთვის საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმების დეტალურ გაცნობას.
ვიზიტის ფარგლებში 5 თებერვალს კავკასიური სახლში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: მიმდინარე სიტუაცია უკრაინაში და კონფლიქტის დეესკალაციის გზები. მოხსენებით წარდგებიან უკრაინელი და რუსი ექსპერტები, გაიმართება დისკუსია.
პროექტი ასევე შეიცავს დიალოგის კომპონენტს, რომლის ფარგლებში 6-7 თებერვალს ყვარელში გაიმართება ფორუმი, რუსი, უკრაინელი, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით. ფორუმის მიზანს წარმოადგენს რუს და უკრაინელ ექსპერტებს შორის დაპირისპირების შემცირებას და რაციონალური დამოკიდებულების მხარდაჭერას, ერთობლივი დისკუსიისა და საერთო ინიციატივების მხარდაჭერის საშუალებით.
პროექტი „უკრაინა – გამოსავალი კრიზისიდან დიალოგის გზით“ ხორციელდება 2014 წლიდან დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]