კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი აცხადებს მიღებას „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ქართულენოვან ჯგუფში.

 

კავკასია გეოგრაფიული მდებარეობის, ეთნიკურ–ენობრივი მრავალფეროვნების, პოლიტიკური კონფლიქტებისა და სხვადასხვა, გარეაქტორების გეოპოლიტიკური ინტერესების გამო თანამედროვე  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია.  საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება, როგორც სამხრეთ ნაწილის ორივე რესპუბლიკას, ასევე ჩრდილოეთ ნაწილის თითქმის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველო, მეტნაკლები წარმატებით ახერხებდა, რეგიონის მასშტაბით უნიკალური მდებარეობის გამოყენებას.

”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”  დიდი ხანია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული  განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს ჰუმანიტარულ, კულტურულ-საგანმანათლებლო ასპექტებს.

სწორედ არსებული პოლიტიკისა და ორგანიზაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, ”კავკასიური სახლი”, 2008 წლიდან ”ევროპული ფონდი ”Horizon” – ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს  ”კავკასიოლოგიური სახალხო უნივერსიტეტი”.

პროექტის მიზანია:

მისცეს საფუძვლიანი ცოდნა როგორც  ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს კავკასიაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენათა შესახებ; ასევე კავკასიელი ხალხების  ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში ლექცია – სემინარები ჩატარდება თვეში სამჯერ.

გარდა წინასწარ დაგეგმილი ლექციებისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ე. წ. „საუბრები აქტუალურზე“, სადაც მსმენელები თვითონ იქნებიან მომხსენებლები და მოდერატორები.

 

დაინტერესების შემთხვევაში მათ აგრეთვე მიეცემათ საშუალება კავკასიური სახლის ვიდეოსტუდიის ტექნიკის გამოყენებით  გადაიღონ დუკუმენტური ფილმები კავკასიურ თემატიკაზე.

პროექტის მსმენელებს სურვილის შემთხვევაში მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ კავკასიურ სახლში გამართულ სხვა კულტურულ ღონისძიებებს – მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, პერფომანსებს და ა. შ.

სასწავლო წლის ბოლოს პროექტის მსმენელთა მონაწილეობით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ახალგაზრდები წაიკითხავენ მოხსენებებს მათთვის საურველ თემებზე.

 

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები 

  • ასაკი: 18-35 წელი
  • განათლება: საშუალო, უმაღლესი 
  • ენები:  აუცილებელია ქართული ენის ცოდნა
  • ინტერესი კავკასიური პრობლემატიკისადმი და მიღებული ცოდნის საკუთარი პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების სურვილი

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

 

  • შეავსოთ ანკეტა და გადმოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
  • tujuxu@gmail.com,  beroshvili@hotmail.com
  • CV
  • ფოტო (3×4)

სახალხო უნივერსიტეტში მიღება მოხდება ანკეტისა და გასაუბრების საფუძველზე.

სწავლა უფასოა.

სწავლის ხანგრძლივობა – 1 წელი

ლექციები ჩატარდება  კავკასიურ სახლში. მისამართზე: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქ.20

განცხადებები მიიღება 1 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს თამარ უჯუხუს

ელფოსტა: tujuxu@gmail.com; ან beroshvili@hotmail.com,

მობ: 577202103/04

Facebook
Twitter
LinkedIn