16 ნოემბერს „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები: პოპულიზმის აღმავლობა თუ დრო რეალური ცვლილებებისთვის.

დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ:
გია აბაშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი
თაზო კუპრეიშვილი – ონლაინ გამოცემა on.ge-ს რედაქტორი
გურამ ნიკოლაშვილი – საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი

მომხსენებლებმა ისაუბრეს ამერიკის შიდა პოლიტიკურ სისტემაზე – რამ განაპირობა ტრამპის მხარდაჭერა და რომელმა სოციალურმა ფენამ დაუჭირა მას მხარი. რამდენად არის მოსალოდნელი ცვლილებები ამერიკის საგარეო პოლიტიკაში; მომხსენებლებმა ასევე განიხილეს ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ტრამპის გამარჯვება, როგორც არსებული სისტემის კრიზისის ერთ-ერთი სიმპტომი.

Facebook
Twitter
LinkedIn